სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას იმ ტაძარშძი ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობდა. ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა იმ დღეს მოქალაქეებს ზიარება არ მიუღიათ.
"ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია, არის ძალიან კარგი ბავშვი. კვირას წირვის დროს, შემოირბინა, შემოვარდა ტაძარში და მალევე გავიდა",-აცხადებს მესანთლე.
ტაძარში მიდიოდა სტიქაროსნის დედაც, რომელიც ასევე ინფიცირებულია. covid-19 დუდასტურდა სტიქაროსნის ბაბუასაც.