logo
ENG



სტიქია მარნეულში - დაზარალებული მოსახლეობა მძიმე შემოდგომის მოლოდინშია

16 ივლ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მძიმე შემოდგომის მოლოდინშია. უამინდობის შედეგად მარნეულში წყლით აივსო ადგილობრივების ეზოები, განადგურებულია შინაური ფრინველი, საფრთხე ემუქრება მოსავალს. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი მთავრობისგან ითხოვს, თუმცა ზარალი ამ დრომდე შეფასებულიც არ არის. 

მარნეულში გამთენიისას დილის 5 საათზე დაწყებულმა სტიქიამ რამდენიმე ქუჩა სრულად დატბორა. წყალი აღმაშენებლისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე თითქმის ყველა სახლის ეზოში შევიდა. სამაშველო სამსახური წყალს ეზოებიდან ამ დრომდე ტუმბავს.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა