მაშველებმა ფშავში ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მომხდარი ტრაგედიის ამსახველი კადრები ადგილობრივებმა მოგვაწოდეს. სტიქია რეგიონებს მეორე დღეა უტევს - ჩახერგილია გზები, დატბორილია სახლები, ჩაიკეტა რუსეთთან დამაკავშირებელი ლარსის გამშვები პუნქტი.