logo
ENG



სტოლტენბერგი: ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, ამავე დროს მზად ვართ უარესისთვის

16 თებ 202214:05
3 წუთის საკითხავი
 

ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი დაიწყო. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი მზადაა დიპლომატიას შანსი მისცეს.

"ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ საუკეთესოს, სამშვიდობო პოლიტიკურ შეთანხმებას, მაგრამ ამავე დროს მზად ვართ უარესისთვის, იმისთვის, რომ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის რაოდენობა იზრდება.

15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის განცხადება ფრთხილი ოპტიმიზმის მომცემია, თუმცა რეალური დეესკალაცია ჯერ კიდევ არ უნახავთ. 


close დახურვა