logo
ENG



სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში რეფორმების გატარების მნიშვნელობას

30 ნოე 202216:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/30/6lwca1hc9ejev9t.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მინისტრებთან ერთად, ძალიან სასიამოვნოდ მიიღეს ჩვენს ბოლო სესიაზე, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარდაჭერა გამოვხატეთ. ვფიქრობ, თუ რამე ვისწავლეთ უკრაინისგან, ეს ისაა, რომ მათ მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ. უკეთესია, ამ ქვეყნებს მხარი ახლა დავუჭიროთ, ვიდრე როცა დავინახავთ მოვლენების სრულიად არასწორი მიმართულებით განვითარებას, როგორც ვნახეთ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მაგალითად, საქართველოში ჩვენ გვაქვს საწვრთნელი ცენტრები. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. ჩვენმა მოკავშირეებმა, ასევე, გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავე დროს, ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და შეთანხმებულ პაკეტზე საქართველოსთან ერთად მუშაობის მნიშვნელობას.


close დახურვა