logo
ENG



სტოლტენბერგი: პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი, რადგან ეს მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის

14 ივნ 202312:28
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: პუტინმა არ უნდა მოიგოს ომი, რადგან ეს მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის

მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ უკრაინას ახლა ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე. შეტევა დაიწყო და უკრაინელები აღწევენ პროგრესს და წინ მიიწევენ. ჯერ პირველი დღეებია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას შეძლებენ უკრაინელები, მით უფრო ძლიერი პოზიცია ექნებათ მოლაპარაკების მაგიდასთან. პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან ეს იქნება არა მხოლოდ ტრაგედია უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის. ეს გაუგზავნის სიგნალს ავტორიტარულ ლიდერებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩინეთში, რომ როდესაც ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ სასურველს მიიღებენ და ჩვენ უფრო დაუცველები გავხდებით. ასე, რომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში შედის.


close დახურვა