logo
ENG



სტრასბურგის სასამართლომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმე დაარეგისტრირა

06 ნოე 201913:56
3 წუთის საკითხავი
 
uwtstgm6hob4loo.jpg

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმე დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი, ბაჩანა შენგელია ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო სიმართლის დასადგენად. გენგელია ქართველ სამართალდამცავ უწყებებს და პირადად გიორგი გახარიას, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც უკვე დაარეგისტრირა სარჩელი. იმედი გვაქვს განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რადგან აბსოლუტურად უკანონოდ იქცეოდა ჩვენი სამართალდამცავი უწყებები. ხელს გვიშლიდნენ საქმის გამოძიებაში, ზეწოლას ახდენდნენ მოწმეებზე, არ გვიტარებდნენ ექსპერტიზას. პირადად გიორგი გახარია იყო დაინტერესებული, რომ საქმის გამოძიება შეწყვეტილიყო და რეალურ დამნაშავეებზე არ გასულიყო. თვითონ გახარია და ბატიაშვილია არიან ამ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილები“, - განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა.

 


close დახურვა