logo
ENG



სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი განსახილველად არ მიიღო

10 დეკ 201918:09
3 წუთის საკითხავი
 
jy037inzf4te9pk.jpg

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი არ მიიღო.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ, 9 დეკემბერს, სტრასბურგის ხუთმა მოსამართლემ განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მოსამართლეების საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს, 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვდნენ. შესაბამისად, რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, მესაკუთრეების ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილისა და შპს. „ტელეკომპანია საქართველოს“ ყველა პრეტენზია, რომელიც მათ სტრასბურგის სასამართლოსთან ჰქოონდათ წარდგენილი, როგორც ისინი უარყოფილი იქნა 18 ივლისს და არცერთი დარღვევა არ დადგინდა, ყველა ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, დღეიდან უკვე არის საბოლოო და არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს არის სახელმწიფოს დიდი გამარჯვება. ყველა იმ საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც სიმართლის დასაცავად იბრძოდა. ასევე მნიშნელვანია ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსთვის, რადგან მათ თავის დროზე მრავალი შეტევა და შეურაცხყოფა მიიღეს“, - განაცხადა წულუკიანმა. 

 

 


close დახურვა