logo
ENG



სტუდენტზე სექსუალურად მოძალადე ეპისკოპოსი პატრიარქმა დააწინაურა - მამა გიორგი სხილაძე

05 ნოე 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
b9036fqr3p3a9pq.jpg

კიდევ ერთი ბრალდება მაღალი სასულიერო პირის მიმართ. მამა გიორგი სხილაძე წერს, რომ ეპისკოპოსი, რომელმაც სტუდენტზე სექსუალურად იძალადა, პატრიარქმა დააწინაურა. სხილაძის ინფორმაციით, 1988 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მაშინდელი რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტს თავს დაესხა.

მამა გიორგის ცნობით, სხვა სტუდენტებმა სავარაუდო მოძალადე ამხილეს და თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. სასულიერო პირი ასევე წერს, რომ პატრიარქმა ყველა სტუდენტი, მათ შორის ძალადობის მსხვერპლიც, სასწავლებლიდან გარიცხა, ზოსიმე კი ორჯერ დააწინაურა და დღემდე სინოდში, მიტროპოლიტად ირიცხება.

მამა გიორგი სხილაძე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. „ფორმულა“ მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებასაც ეცადა, ბრალდებები დღეს სასულიერო პირის ნაცვლად მისმა თანაშემწემ უარყო.

 


close დახურვა