logo
ENG



სულეიმანოვი: ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დასავლეთის სანქციებს

02 აპრ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/02/pksfqy1xedu298t.jpg

ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს - ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ტიმურ სულეიმენოვმა გააკეთა. 

მისი განცხადებით, ჩავიდა ევროკავშირში, რათა "ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ ყაზახეთი არ გახდება რუსეთის ინსტრუმენტი, გვერდი აუაროს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს".

"ჩვენ დავაკვირდებით სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რუსეთთან ეკონომიკური კავშირის წევრი, ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად გვინდა, ყაზახეთი დაექვემდებაროს მეორეულ სანქციებს". - განაცხადა ტიმურ სულეიმანოვმა. 

მისივე განცხადებით, ყაზახეთი გააგრძელებს ინვესტირებას რუსეთში, ასევე ინვესტიციების მიზიდვას რუსეთიდან. 

"სხვაგვარად ჩვენი ეკონიმიკა არ მუშაობს. მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკონტროლოთ სანქცირებული ტვირთები. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაკონტროლოთ, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ყახაზეთში, როგორც კერძო პირებისგან, ისე ორგანიზაციებისგან არ იყოს გაწეული მათი მხრიდან, ვისაც სანქციები შეეხო. ეს არის ის, რისი მიტანაც გვინდოდა ევროპელებამდე​". - თქვა მან. 


close დახურვა