ფორმულაზე ახალი თოქ-შოუ იწყება. სუპერ ბებიების სატელევიზო პრემიერა ხვალ 14:30 საათზე შედგება. ესაა შოუ სხვადასხვა ასაკის ინტერესისა და მსოფლმხედველობის მაყურებლისთვის. 3 სხვადასხვა პროფესიის ქალის შოუში ნახავთ საინტერესო რეპორტაჟებს, სტუმრებსა და რუბრიკებს.
ერთ-ერთი სუპერ ბებია პროფესიით მსახიობი ლაურა რეხვიაშვილია. ეკრანზე თოქ შოუს წამყვანის ამპლუაში პირველად წარსდგება. კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ფორმულას სუპერ ბებიების შოუში შევხდებით პროფესიით ექიმია. რუსუდან თოდრაძე 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე იყო. ამ ორ ქალბატონთან ერთად სუპერ ბებიების შოუს ფორმულაზე ფსიქიოლოგი ჯანა ჯავახიშვილიც წაიყვანს.
თოქ-შოუ ეთერში ყოველ შაბათ-კვირას, ფორმულა ნიუსის 14:00 საათიანი გამოშვების დასრულების შემდეგ გავა.