სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი გამოავლინა.
სეს-ის ცნობით, შპს ალიბაბა პროდუქციის რეალიზაციას თბილისში, ამავე დასახელების მაღაზიაში ახდენდა.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურმა ობიექტზე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. ამავდროულად, გაირკვა, რომ ბიზნესოპერატორი რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები -ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა", - ნათქვამია განცხადებაში.