logo
ENG



სუს-ის განცხადებით, გოგაშვილის, მისი ოჯახისა და ახლო გარემოცვის ქონება დააყადაღეს

23 სექ 202221:18
3 წუთის საკითხავი
 
სუს-ის განცხადებით, გოგაშვილის, მისი ოჯახისა და ახლო გარემოცვის ქონება დააყადაღეს
ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახისა და ახლო გარემოცვის ქონება დააყადაღა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქონებას ყადაღა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმის გამოძიების ფარგლებში დაედო.

"კერძოდ, ქ. თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და ქ. სიღნაღში მდებარე სასტუმროს. ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს", - ამბობენ უწყებაში.


close დახურვა