სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცხელი ხაზის ცნობით, დაკავებულ მამაკაცზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 96 წლის მამაკაცი ნამდვილად იმყოფება ოკუპირებულ ზონაში, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ წუნევთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.