ქართული ოცნების პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია. ამ პოსტზე მის დანიშვნას ოცნების 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ბორაშვილი დაიკავებდა, რადგან ყოფილმა ხელმძღვანელმა გელა გელაძემ დატოვა თანამდებობა და კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამჯერად შს მინისტრის მოადგილედ გადავიდა.
