logo
ENG



სუს-მა ქრთამის აღებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

09 აგვ 202113:57
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დგინდება, რომ 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსმა მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


close დახურვა