სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ლენტები გააბეს და უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს, თუმცა ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს.
სუს-ის ინფორმაციით, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.
"ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე", - აცხადებენ უწყებაში.