logo

სუს: სოფელ ღოღეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს

25 აპრ 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock 179

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს. 

როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მათივე ცნობით, სოფელ ღოღეთთან შემთხვევა გუშინ მოხდა.

ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან გამოჩნდნენ. ისინი მიწის მორიგ ნაკვეთს იტაცებენ. უკანონო ინსტალაციების მონტაჟი ამ წუთებში მიმდინარეობს. თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან მათ ტახტისძირიდან გადმოინაცვლეს, სადაც რამდენიმე დღის წინ მავთულხლართები 2 მეტრით გადმოწიეს

 

close დახურვა