უთვალთვალებს თუ არა უკანონოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციას? - ევროპულ საქართველოში ვარაუდობენ, რომ სუს-ი პარტიის წევრების მიმართ თვალთვალს ახორციელებს. ამის თქმის საფუძველს ოპოზიციონერებს ოფისთან მობილიზებული ავტომობილები აძლევს და პოლიციის გულგრილობა, რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. ევროპული საქართველო საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება უკანონო თვალთვალის ფაქტზე. პარტიაში ვიდეო მტკიცებულებებიც აქვთ.
ირმა ნადირაშვილი ახსნა-განმარტებას იმ ავტომობილის მძღოლს სთხოვს, რომელიც პარტიის ოფისთან რამდენჯერმე შენიშნა. პარლამენტის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს მამაკაცი სუს-ის თანამშრომელია და ოპოზიციის ლიდერებს და პარტიის ოფისს უკანონოდ უთვალთვალებს.
"ევროპული საქართველოს" მიერ გადაღებულ კიდევ ერთ ინციდენტში კი მონაწილე პირები ადასტურებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები არიან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ოპოზიციის ლიდერებზე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები ნადირობენ. ორი დღის წინ პოლიციის მაღალჩინოსნები აედევნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, რომლებსაც აქციაზე შეშა, წალამი და ინვენტარი მიჰქონდათ. გიგა ბოკერია ამბობს, რომ დევნა და თვალთვალი აპრობირებული რუსული პრაქტიკაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გააძლიერა, რაც მიხვდა, რომ მოსახლეობის ნდობა დაკარგა.
ოპოზიციის ლიდერებზე ფარული მიყურადება და თვალთვალი "ქართული ოცნების" ოპონენტებსაც არ უკვირთ. ამიტომ მათ საგანგებოდ შეიმუშავეს სტრატეგია
დაიწყება თუ არა გამოძიება ოპოზიციის ლიდერების ბრალდებების საფუძველზე ჯერ უცნობია. "ფორმულა" ამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ თემაზე ჯერ უპასუხოდ დატოვა.