საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლებში სწავლება სექტემბრამდე არ განახლდება.
„სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე. განათლების საკითხზე ცალკე პრეზენტაციის გაკეთება გვინდა. თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავდებოდა შეზღუდვებს. დისტანციური სწავლების მეთოდი, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტურად გაატარა“, - განაცხადა გახარიამ.