logo
ENG



ტალიაშვილი: ცხადია ივანიშვილის პოზიცია, რომ ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული პრემიერია

22 ნოე 202112:32
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი თამარ ტალიაშვილი კითხვის პასუხად - იზიარებს თუ არა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არ არის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ საპირისპირო რამ თქვა და ივანიშვილის პოზიცია, რომ ღარიბაშვილი საქართველოში ერთერთი ყველაზე წარმატებული პრემიერმინისტრია, აბსოლუტურად ცხადია.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს ერთერთი საუკეთესო პრემიერმინისტრი. მე არ ვიცი თქვენ რა ჩანაწერს მაჩვენებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი არის ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერმინისტრი, არის ერთერთი ყველაზე წარმატებული პრემიერმინისტრი.

საიდან მოვიდა, საერთოდ საპირისპირო არის იმაში [ივანიშვილის განცხადებაში] ნათქვამი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აბსოლუტურად ცხადი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთერთი ყველაზე წარმატებული პრემიერმინისტრი საქართველოში" , - ამბობს თამარ ტალიაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, თქვა, რომ ღარიბაშვილი არ იყო მისთვის ავტორიტეტი. კითხვაზე პასუხად - "მდივანივით გყავდათ?" ივანიშვილმა უპასუხა - "რაც გინდა ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ"


close დახურვა