ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დაკავებულ 3 პირს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ერთ-ერთი დაკავებული პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმა ბაქარ ფარეულიძეა.
ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ეთერში 22 აგვისტოს გავიდა, გამტაცებლები ბიზნესმენებს დაემუქრნენ, რომ პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან მათ უწყებაში ახლობლები ჰყავდათ.