logo
ENG



ტელეკომპანია მთავარის ანგარიშებს ინკასო დაედო

20 მარ 202018:57
3 წუთის საკითხავი
 
g2evaiiu6hf601o.jpg

ტელეკომპანია მთავარის ანგარიშებს ინკასო დაედო. ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს.

მისი განცხადებით, ამ პერიოდში, როდესაც ბიზნესი კრიზისში იმყოფება და ტელევიზიებისთვის სარეკლამო მომსახურების თანხას ვერ რიცხავს, ხელისუფლება ტელევიზიების მუშაობას საჭიროდ არ თვლის და ინკასოს ადებს.

„მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობა არაა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს“, - წერს ნოდარ მელაძე.


close დახურვა