ჟურნალისტებზე ძალადობამ უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო. საქმიანობაში ხელის შეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა - მედიის მუშაობის ლამის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.
მედიაზე თავდასხმის სულ ბოლო შემთხვევა გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა. გამოძიება დაიწყო, თუმცა თაროზე შემოდებული ასეთი არაერთი საქმეა.
ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. სალომე თითმერიასა და ბექა მარშანიშვილის უფლებებს სასამართლოში საია დაიცავს. ორგანიზაცია 15-მდე ჟურნალისტს უწევს სამართლებრივ დახმარებას. ყველა მათგანი რესპონდენტების ან პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, დაზარალებულის სტატუსის გარეშე.
