ტეხასის შტატში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში უცნობი პირი შეიჭრა და ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა.
ქალაქ უვალდის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი.
მისივე თქმით, გარდაცვლილია ეჭვმიტანილიც, რომელიც 18 წლის იყო.
ამასთან, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილმა დაწყებით სკოლაში ცეცხლის გახსნამდე, სავარაუდოდ, ბებიამისს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვია ესროლა.