logo
ENG



ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო დაედო

25 დეკ 201918:32
3 წუთის საკითხავი
 
i81lrzlwrkipjz3.jpg

ტელეკომპანია „კავკასიის“ შემდეგ, ინკასო უკვე ტვ „პირველსა“ და „რუსთავი 2-საც“ დაედო. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ფინანსურმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანებების დასაფარად 1 დღიანი ვადა მისცა. ტელეკომპანია „კავკასიის“ პრინციპული პოზიციაა, რომ ისინი არ გადაიხდიან დავალიანებას ვიდრე ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობლი მედიასაშუალებები არ დაიწყებენ დავალიანებების გადახდას. საუბარია სამ ტელეკომპანიაზე, "რუსთავი 2-ზე", "მაესტროსა" და "იმედზე". მიმდინარე ვალის ოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა მთლიანობაში ამ ტელევიზიების ჯამური დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 55 მილიონ ლარს შეადგენს.


close დახურვა