logo
ENG



ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სოფელ ფონიჭალაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

03 ივლ 202122:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/03/qp9dice1hr70f25.png
ფოტო: ტვ პირველი

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სოფელ ფონიჭალაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ქვები დაუშინეს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ადგილზე, სავარაუდო, სპეცოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა.

ცნობისთის, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს 30 ივნისსაც დაესხნენ. შემთხვევა წალკაში, სოფელ წინწყაროში მოხდა. ჟურნალისტებს გამგებელი და მისი ბიძა ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, ხოლო ბრალდებულს გირაო შეეფარდა

 

 


close დახურვა