logo
ENG



ტიკარაძე: არის ვარაუდი, რომ "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა

03 სექ 202011:57
3 წუთის საკითხავი
clock 7193

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერიდან 600-ზე მეტი ტესტი აიღეს, საიდანაც ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ "დონას" კლასტერი "ლიკვიდირებულია".

"დონას კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი და გამოვლენილი იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა. ეს, რა თქმა უნდა, არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 22 საკონდიტრო მაღაზია "დონას" უკავშირდება


close დახურვა