logo
ENG



ტიკარაძე: ექიმის ინფიცირების წყარო ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს

13 აპრ 202015:21
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ექიმის ინფიცირების წყარო ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა პირი, რომელსაც ამ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. მისივე თქმით, ზოგიერთ მათგანს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებოდათ, ტესტირება უკვე ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო.

„ამ ეტაპისთვის ინფიცირების წყარო ამ ექიმის ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს. ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ექიმთან კონტაქტში ამ ეტაპზე არის საკარანტინო ზონაში. გარკვეული პირები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა არიან გატესტილები, მაგრამ მათი პასუხი არის უარყოფითი. ეს არის ძალიან კეთილსაიმედო პროგნოზი. დანარჩენი პირები იმყოფებიან დაკვირვების რეჟიმში. ინტენსიურად მუშაობს ჩვენი ეპიდსამსახური, რომ დეტალურად გამოიძიონ რა არის ინფიცირების წყარო და დამატებით ყველა ის კონტაქტი, ვისთანაც ექიმი იყო ახლო შემხებლობაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 266 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჯიმში 4 890 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 439. ვირუსისგან სრულად განიკურნა 67 პაციენტი, 3 კი, გარდაიცვალა. 


close დახურვა