logo
ENG



ტიკარაძე: მოხუცები, შშმ პირები და ბავშვები ჩაერთვებიან ტესტირებაში

28 აპრ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან დაიწყება აგრესიული ტესტირებები, რომელშიც საზოგადოების კონკრეტული კატეგირია ჩაერთვება. 

„მოწყვლადი ჯგუფები -  მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებულები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რათა მოხდეს ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა და არ მოხდეს მათთში ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა მინისტრმა.


close დახურვა