logo
ENG



ტიკარაძე: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა

18 იან 202110:35
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სჭირდება კლინიკების ის რაოდენობა, რაც დღეს ქვეყანაშია. როგორც გადაცემაში "რა დროს ძილია" მინისტრმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც კლინიკის არსებობის პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. 

ტიკარაძის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც კერძო ბიზნესს ეტყვის თუ რომელი პროფილის კლინიკის არსებობაა საჭირო მოცემულ მომენტში. 

"საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, ვინაიდან ამ კლინიკების რაოდენობით, როდესაც მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალონ საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით უკვე შეგვიძლია კლინიკები დათვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს ჯაჭვი პაციენტის მომსახურების, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. ჩვენ არ გვაქვს ჩამკეტი რითად შეგვიძლია, ვთქვათ – არა, ჩვენ აღარ გვჭირდება მეტი საავადმყოფო, აღარ გვჭირდება მეტი საწოლი", - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, თუ არ არის ბაზარზე შემოსვლის გარკვეული ჩამკეტი, ის მრავლდება და მრავლდება.


close დახურვა