logo
ENG



ტიკარაძე: ყოველდღიურად ქვეყანაში 10, 20 და 40 ათასი ტესტი შემოგვდის

28 აპრ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, ქვეყანაში ტესტების საკმარისი მარაგი არის. მისი ტქმით ყოველდღიურად ქვეყანაში 10, 20 და 40 ათასი ტესტი შემოდის.

„რაც შეეხება ტესტების რაოდენობას ეს რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვიანიდან თქვენ იცით საკმაოდ დიდი ქსელი არის გაშლილი სადაც ხდება კლინიკებში პაციენტების ტესტირება და მიზნობრივი ტესტირება. აქედან გამომდინარე მარაგების რიცხვი არის ცვლადი. ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად შემოგვდის 10, 20 და 40 ათასი ტესტები. ის დაანონსებული რიცხვები, რომლებიც დღემდე იყო დაანონსებული  ყველანაირი შეფერხების გარეშე ჩამოდის ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ის მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს ჩვენი მოსახლეობისთვის შესასრულებლად აუცილებლად იქნება დაცული“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 


close დახურვა