logo
ENG



ტიკარაძე კლინიკებს მიმართავს, პაციენტებს ტოცილიზუმაბის ყიდვა შავ ბაზარზე აღარ მოსთხოვონ

03 სექ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 

ეკატერინე ტიკარაძემ მოუწოდა კლინიკების დირექტორებს, აღარ გაუშვან ექიმებმა პაციენტების ოჯახები "შავ ბაზარზე" ტოცილიზუმაბის შესაძენად.

საუბარია კორონავირუსის სამკურნალო ერთერთ პრეპარატზე,  რომელიც, მედიკოსების თქმით, ციტოკინური შტორმისას გამოიყენება. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მომრავლდა კოვიდპაციენტების ახლობლების პოსტები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკაში ტოცილიზუმაბი არ აღმოაჩნდათ და საჭიროების გამო შავ ბაზარზე უწევთ შეძენა.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღებაზე "წუხს".

„ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ნუღარ დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამედიცინო სფეროს მუშაკები პრეპერატის დეფიციტურ რაოდენობასა და მის განაწილებაში ხარვეზებზე საუბრობენ.

კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალის რეანიმატოლოგი ვახტან კალოიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტის შერჩევით გადანაწილებაში ადანაშაულებს. 

„ტოცილიზუმაბის განაწილება ფავორიტ და არა ფავორიტ კლინიკებს შორის ახალი ტრენდია. რეგიონებშიც პაციენტები გვყავს!", - წერს კალოიანი.

 


close დახურვა