logo
ENG



ტიკარაძე ტესტირებზე: გარკვეულ ჯგუფებზე გავაფართოებთ დამატებით ტესტირებას

29 აპრ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 
uqov9uuocknowdn.png

"ტესტების ახალ მარაგს ისევ ველოდებით",-ასეთია ჯადანცვის მინისტრის პასუხი კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ტესტირებების გაფართოება. მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა უკევ დაწყებულია და მალე შესაბამისი დოკუმენტიც დამტკიცდება.

"მოგეხსენებათ, გუშინ ჩამოვიდა ბოინგი, რომელიც დატვირთლი იყო 52 ტონა ტვირთით. მივიღეთ 40 ათასი პიარ ტესტი, 40 ათასი პრაიმერი და 30 ათასი სწრაფი ტესტი. ტესტირების გაფართოების საკითხი კი ჩვენ უნდა დავაზუსტოთ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივ ცენტრთან და ამ დღეებში გვექნება მათთან შეხვედრა. ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას და სამინისტროს მხრიდან უკვე კონკრეტული დოკუმენტის შემუშავების შემდეგ გარკვეულ ჯგუფებზე გავაფართოებთ დამატებით ტესტირებას",-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. 


close დახურვა