logo
ENG



ტიკარაძის თქმით, რეკომენდაციების უგულებელყოფამ შეიძლება სწავლის დაწყებას რისკი შეუქმნას

12 აგვ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო სწავლასთან დაკავშირებული ცვლილებები არ იგეგმება.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, ყველაფერი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული. მინისტრმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

"თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს ჩვენ არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება", - ამბობს ტიკარაძე. 


close დახურვა