logo
ENG



ტიხანოვსკაია - 88.37%, ლუკაშენკო - 2.91% - თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები

10 აგვ 202001:20
3 წუთის საკითხავი
 
1ez17xttu8jp4h2.jpg

თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიდერობს.

გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოში მყოფმა ბელარუსის 171-მა მოქალაქემ მიიღო.

მათგან 88.37%-მა ხმა სვეტლანა ტიხანოვსკაიას მისცა, 2.91%-მა - ალექსანდრ ლუკაშენკოს; 6.40%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 2.33%-მა აღნიშნა, რომ მათთვის ყველა კანდიდატი მიუღებელია.

შეგახსენებთ, ოფიციალური ეგზიტპოლების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების თითქმის 80% დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

 


close დახურვა