ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პირველ ორთაბრძოლას იაპონელ შიმანოუმისთან ჩაატარებს. ორივე ამ სეკიტორს მე-11 მაეგაშირას წოდება გააჩნია. შეჯიბრების მე-2 დღეს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა, ბრაზილიელ კაისეის შეერკინება.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ბაშო 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მასზე მაყურებლების გარკვეული რაოდენობაც მოხვდება. წინასწარი ინფორმაციით, დარბაზში დაახლოებით 2 500 ადამიანს შეუშვებენ.