ტოკიოში მოდის კვირეული გაიხსნა.
პირველი ჩვენება ეროვნულ სამოსს - კიმონოს დაეთმო. მოდელებმა პოდიუმზე, მინი კაბებთან და მაღალ-ყელიან ფეხსაცმელთან ერთად, სხვადასხვა სტილის მოსაცმელები წარმოადგინეს.
კოლექციის ავტორი ცნობილი იაპონელი როკ-ვარკსვლავი იოშიკია, რომელმაც ბრენდი 10 წლის წინ შექმნა.
ტოკიოს მოდის კვირეული 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში 40 ბრენდი მიიღებს მონაწილეობას.