logo
ENG



ტორპედო, შესაძლოა, უმაღლესი ლიგიდან დაქვეითდეს

03 თებ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ კვლავ მძიმე ვითარებაშია. თუ უახლოეს მომავალში კლუბისის ფინანსური მდგომარეობა არ გამოსწორდება, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედო რამდენიმე თვეა ინვესტორის გარეშეა დარჩენილი, ყოფილმა მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ კი კლუბი ფინანსური პრობლემების არსებობის გამო დატოვა. ''ტორპედოს'' თანამშრომლები აცხადებენ, რომ პოტენციური ინვესტორი კლუბის შესაძენად მზადაა და ქუთაისის მერიის მხრიდან ქმედეთი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ქუთაისური მედიის ცნობით თუ ''ტორპედოში'' ვითარება არ გამოსწორდება, კლუბის თანამშრომლები შიმშილობას დაიწყებენ. 


close დახურვა