logo

ტრამპის ბრძანებით, აშშ-ში TikTok აიკრძალება, თუ 45 დღეში არ გაიყიდება

07 აგვ 202016:38
3 წუთის საკითხავი
clock 1222
ieswnzr8cbxiurp.jpg

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩინური აპლიკაციის, TikTok-ის აკრძალვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, პლატფორმა შტატებში 45 დღეში აიკრძალება, თუ მას ჩინური კომპანია არ გაყიდის.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ TikTok-ის მიერ შეგროვებულ მომხმარებლის ინფორმაციაზე ჩინეთის მთავრობას აქვს წვდომა.

TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ. TikTok აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებით იმუქრება. კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ "შოკირებულია" პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. მათივე თქმით, ყველა შესაძლო გზას მიმართავენ, რათა არ დაირღვეს კანონის უზენაესობა.

გასულ კვირას კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს TikTok-ის ყიდვასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ტრამპმა 15 სექტემბერი განსაზღვრა თარიღად, რათა მოიძებნოს ჩინური კომპანიის ამერიკელი მყიდველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აკრძალავს.

ტრამპის ადმინისტრაციამ იგივე ზომა გაატარა ჩინურ პლატფორმაზე WeChat-ის მიმართაც. WeChat-ის განმარტებით, ისინი საკითხში სრულად გარკვევას ცდილობენ.

close დახურვა