ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
New York Post-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს.
"ვფიქრობ, რომ ამის კარგი შანსი გვაქვს... ვფიქრობ, ახლა მათ [უკრაინა] ამის გაკეთება სურთ და ვფიქრობ, ეს რუსეთსაც სურს. მაგრამ ყოველთვის, როცა ამის გაკეთება ერთს სურს, მაშინ მეორეს აღარ სურს"- თქვა ტრამპმა.
28 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდება. ზელენსკის თქმით, ისინი შეხვედრისას უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.
ზელენსკის თქმით, 20-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლები მუშაობდნენ, "90%-ით დასრულებულია".
24 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა განახლებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამჟამად აშშ-სთან განიხილება.
განახლებული პროექტი შეიცავს თავდაპირველი 28 პუნქტის ზოგიერთ ვარიაციას – მაგალითად, მშვიდობიან პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვას.
