logo
ENG



ტრამპი: სიცრუეა, რომ უკრაინას რუსეთში შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე დავთანხმდით

23 ოქტ 202500:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/23/ial3dayz5fryqix.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სიცრუეა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული შორი მოქმედების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას არ აძლევდა.

დონალდ ტრამპი წერს, რომ აშშ-ს არანაირ კავშირში არ არის ამ რაკეტებთან, საიდანაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი და რაშიც არ უნდა გამოიყენოს უკრაინამ.

"The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე თანხმობას აძლევს, სიცრუეა. აშშ-ს არანაირ კავშირში არ არის ამ რაკეტებთან, საიდანაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი და რაშიც არ უნდა გამოიყენოს უკრაინამ", - წერს დონალდ ტრამპი.

The Wall Street Journal წერდა, რომ აშშ-მა უკრაინას შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა და მიუთითებდა, რომ ეს გააძლიერებს კიევის თავდასხმას რუსეთში არსებულ სამიზნეებზე და გაზრდის ზეწოლას კრემლზე.

სტატიაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არ გამოცხადებულა.

ოფიციალური პირები გამოცემასთან ასევე ამბობდნენ, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა აშშ-ის მიერ მოხსნილი შეზღუდვა, როდესაც რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა. საუბარია 22 ოქტომბერს უკრაინის მიერ რუსულ ენერგოობიექტებზე Storm Shadow-ის რაკეტებით იერიშზე.


close დახურვა