logo
ENG



ტრამპმა აიოვას შტატში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გაიმარჯვა

16 იან 202409:27
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გაიმარჯვა. აიოვას შტატმა პირველმა ჩაატარა კანდიდატის კენჭისყრა, რომელმაც რესპუბლიკური პარტიიდან შემოდგომის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

რესპუბლიკური პარტია აიოვას შტატში კანდიდატს კოკუსის პროცედურით ირჩევდა, როდესაც პარტიის წევრები თითოეულ უბანზე იკრიბებიან. ხმის მიცემის უფლებამოსილმა პირებმა ჯერ კანდიდატები განიხილეს, შემდეგ კი ფურცელზე დაწერეს ფავორიტი პოლიტიკოსი და სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს. ის კი ხმებს ითვლიდა და შტატის პარტიის ოფისში გადასცა, რომელიც საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.

ხმების 90%-ის დათვლის შედეგად ტრამპმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა: მას მხარი შტატის რესპუბლიკელი ამომრჩევლის 50%-ზე მეტმა დაუჭირა.

ამის შედეგად ტრამპს რესპუბლიკური პარტიის საერთო ყრილობაზე, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევენ, ტრამპს 20 დელეგატი ეყოლება. აიოვას შტატი ყრილობაზე 40 დელეგატით იქნება წარმოდგენილი.

კოკუსებში მეორე ადგილი დაიკავა ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა - 21%, ხოლო მესამეზე გავიდა გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი - 19%.

ბიზნესმენმა ვივეკ რამასვამიმ განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას ტრამპის სასარგებლოდ ხსნის.


close დახურვა