logo
ENG



ტრამპმა რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლების გამო წინასაარჩევნო შეხვედრა გადადო

13 ივნ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლების ფონზე, დონალდ ტრამპმა ოკლაჰომაში დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა გადადო. პრეზიდენტს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული კამპანია 19 ივნისს უნდა განეახლებინა, რაც ემანსიპაციის დღის აღნიშვნას ემთხვეოდა.

კრიტიკოსებმა დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში მონობის დასრულების თარიღის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრის ერთი დღით გადადება გადაწყვიტა. ორი მარტის შემდეგ ეს დონალდ ტრამპის წინაასაარჩევნო კამპანიის პირველი ღონისძიება იქნება.  


close დახურვა