დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკელების“ ერთგულ მხარდამჭერ მსახიობს - ჯონ ვოიტს ხელოვნების უმაღლესი ჯილდო გადასცა. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. ანჯელინა ჯოლის მამასთან ერთად პრეზიდენტისგან მედლები კიდევ 7-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყო მომღერალი ელისონ კრაუსიც.
როდესაც პრეზიდენტმა სტუმრებისადმი მიმართვა დაასრულა, ოსკაროსან ფილმ "შუაღამის კოვბოიდან" მელოდია დაუკრეს, ამ დროს ჯონ ვოიტი ფეხზე წამოდგა და იცეკვა.