logo
ENG



ტურისტებს ულურუზე ასვლა ხვალიდან აეკრძალებათ

25 ოქტ 201916:17
3 წუთის საკითხავი
 
5lgq12sm42g980z.jpg

ტურისტების ბოლო მოგზაურობა ულურუზე. ხვალიდან  ვიზიტორებს 348 მეტრის სიმაღლის მთაზე ასვლა სამუდამოდ ეკრძალებათ. ძლიერი ქარის გამო ტურისტები დღეს ადგილზე რამდენიმე საათიანი დაგვიანებით შეუშვეს. ბოლო შესაძლებლობის გამოყენების მიზნით რიგში ასობით ადამიანი იდგა. ულურუ ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის წმინდა ადგილია და ისინი მის დახურვას 1985 წლიდან ითხოვდნენ. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშიცაა შესული.

 


close დახურვა