დედაქალაქის ტურისტულად ყველაზე დატვირთულ ადგილებზე მოხშირდა დანაშაული - არასრულწლოვანების ჯგუფი მოქალაქეებს თავს ესხმის, ართმევს ფულს და ნივთებს, საგულისხმოა, რომ ადგილზე არის პოლიციაც, მაგრამ სათანადო რეაგირებას არ ავლენს. დანაშაულის მეორე მხარე ისაა, რომ შესაძლოა, თავად არასრულწლოვანები დანაშაულს ძალადობის შედეგად ჩადიოდნენ.