1000 მეშახტე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს - უკვე მეორე დღეა, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეწყვეტილია.
მეშახტეები პანდემიის დროს მუშაობისას აღებულ ხელფასებზე სახელმწიფოსგან საშემოსავლო გადასახდის უკან დაბრუნებასა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას მოითხოვენ.
მეშახტეები ამბობენ, რომ მმართველმა კომპანიამ უსაფრთხოების პირობების შექმნის შესახებ დადებული პირობა არ შეასრულა. გაფიცული თანამშრომლები ტყიბულში პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ჩასვლას მოითხოვენ.
მინდელის შახტაში ორი დღის წინ ინციდენტიც მოხდა. ლიფტი გაიჭედა და 22 მეშახტე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შახტში იყო გაჭედილი. მეშახტეები ამბობენ, რომ ასეთი რამ პირველად არ ხდება.