ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიას - ოქროსა და სპილენძის მოპოვებისთვის საქართველოს ტყის ფონდიდან, მასშტაბური ნაკვეთები გადაეცა. 2041 წლამდე "არ-ემ-ჯი გოლდს" უფლება აქვს გაკაფოს ერთი მილიონი კვადრატული ტყე და გამოიყენოს ბურღვა-აფეთქების მეთოდი. გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს მოსახლეობასა და სამოქალაქო სექტორში. ადგილობრივები შიშობენ, რომ ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ჯიბის გასქელება, სოფლების დაცარიელებას და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
ტყის გაკაფვის უფლება RMG-ის
29 ივლ 202220:20
3 წუთის საკითხავი