logo
ENG



უამინდობამ წალენჯიხასა და ზუგდიდში პრობლემები შექმნა - დაიტბორა ქუჩები და სახლები

26 სექ 202408:45
3 წუთის საკითხავი
 

უამინდობამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა, სოფელ საჩინოში კი წვიმამ სახლს საძირკველი გამოუცალა, რის გამოც სახლის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობს.

უხვმა ნალექმა პრობლემები ქალაქ ზუგდიდშიც შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჩხოუშიამ ჩაიკოვსკის ქუჩაზე საფეხმავლო ხიდი დააზიანა, რამდენიმე სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირები.


close დახურვა